მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს

მარნეულში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლესმარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში ​ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ​ჯეიხუნ ჩოვდაროვი დაჭრეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან აქვს მიყენებული.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მარნეულში “ქართული ოცნების” ოფისს თავს დაესხნენ და კანდიდატის გარდა, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.