მარსელოს და მოდრიჩს მოედანზე მცირე კონფლიქტი მოუვიდათ

მარსელოს და მოდრიჩს მოედანზე მცირე კონფლიქტი მოუვიდათმადრიდის რეალში ამჟამად დაძაბული ვითარებაა, რადგან გუნდმა ჟირონასთან მოულოდნელი მარცხი განიცადა რის შემდეგაც რეალი ბარსელონას უკვე 8 ქულით ჩამორჩება.

ჟირონასთან შეხვედრის დროს მოედანზე წაკამათდენ ლუკა მოდრიჩი და მარსელო, რაც ოპერატორს არ გამორჩა და ესპანური პრესა ამ ორი ფეხბურთელის კონფლიქტზე ალაპარაკდა.

ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ ეს მხოლოდ სათამაშო ეპიზოდი იყო და მარსელოსთან არავითარი კონფლიქტი არ არსებობს. ასეა თუ ისე, ფაქტია რომ რეალში ამჟამად ყველაფერი რიგზე არ არის და ეს გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებშიც აისახება.