მეტროს შემოსავალმა 51,78 მილიონი ლარი შეადგინა

მეტროს შემოსავალმა 51,78 მილიონი ლარი შეადგინაგასულ წელს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ძირითადი საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 113,26 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაცია კომპანიის 2016 წლის ფინანსურ ანგარიშგებაშია მოცემული.
მთლიანი შემოსავლებიდან, მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტის (მეტროს) საქმიანობით მიღებული შემოსავალი – 51,78 მილიონი ლარი; ავტობუსების საქმიანობის შედეგად მიღებული კი- 60 მილიონი იყო; რაც შეეხება საბაგიროებს, „რიყე-ნარიყალასა“ და „ჭავჭავაძის გამზირი-კუს ტბის“ საბაგიროს საქმიანობით მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 1,48 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანიის ხარჯებმა კი 2016 წელს ჯამში, 131, 75 მილიონი ლარი შეადგინა.
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ (ყოფილი შპს „თბილისის მეტრო“), რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერიაა, 1966 წლიდან ოპერირებს. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს ქალაქის მასშტაბით, მეტროს, ავტობუსებისა და საბაგიროების მეშვეობით მგზავრთა რეგულარული გადაყვანა წარმოადგენს.

ბიპიენი