მეუფე პეტრე: “დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა”

მეუფე პეტრე: "დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა"დაე, ჩემით დაიწყოს და გაგრძელდეს ეკლესიაში განწმენდა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საპატრიარქოსთან ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რითაც უპასუხა კითხვას, შესაძლოა თუ არა განიხილონ მისი საკითხი წმინდა სინოდის სხდომაზე.

– სინოდზე განსახილველი საკითხები ცნობილი არ არის ჩემთვის პირადად. შევთხოვ უფალს, სულიწმინდა უძღოდეს წმინდა სინოდის სხდომას და ღირსეულად ჩატარდეს. მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყდეს ყველაფერი, – განაცხადა მეუფე პეტრემ.