მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 369-მდე გაიზარდა

მექსიკაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა 369-მდე გაიზარდამექსიკაში სექტემბერში მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 360-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული კოორდინატორი ლუის ფილიპე პუენტე ტვიტერზე წერს.

“19 სექტემბრის მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა სულ 369 ადამიანია. მათჰგან მეხიკოში დაღუპულია – 228, მორელოსის შტატში – 74, პუებლოში – 45, მეხიკოს შტატში – 15, ჰერეროში – 6, ოაჰაკაში – 1“, – აცხადებს პუენტე.

მეხიკოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ვალენტინ ონიარტეს ცნობით კი გუშინ დილით, ალვარო ობრეგონის ქუჩის 286-ში მდებარე ჩამონგრეული სახლის ნანგრევების ქვეშ სტიქიის უკანასკნელი მსხვერპლი იპოვეს. ამ მისამართზე აღმოჩენილი გარდაცვლილების რაოდენობამ 49-ს მიაღწია. ნანგრევებიდან 30 ცოცხალი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა.

19 სექტემბერს მექსიკის ქალაქ პუებლა-დე-სარაგოსის მახლობლად 7,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 51 კილომეტრის სიღრმეში იყო. მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია.

მანამდე კი – 8 სექტემბერს, 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მოხდა.

იმედინიუსი