მორიგი დაპირისპირება სემეკში – გუგავას სხდომა დაატოვებინეს

მორიგი დაპირისპირება სემეკში - გუგავას სხდომა დაატოვებინესენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე “ლეიბორისტული პარტიის” წევრები მივიდნენ.მერობის კანდიდატი, გიორგი გუგავა კომისიის წევრებისთვის ტარიფებთან დაკავშირებით კითხვების დასმას ცდილობდა, რისი საშუალებაც მას არ მისცეს.

სემეკის წევრებმა გუგავას განუმარტეს, რომ დღევანდელ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავდნენ და არა ტარიფებს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. გიორგი გუგავას დარბაზი დაატოვებინეს.