ნანა კაკაბაძე პროკურატურაში დაიბარეს

ნანა კაკაბაძე პროკურატურაში დაიბარესუფლებადამცველი ნანა კაკაბაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, საქმე უფლებადამცველის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას ეხება, რომლითაც კაკაბაძე ციანიდის საქმის დახურულ სასამართლო პროცესზე, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, გამოძიების დაწყებას ითხოვდა.
ოხანაშვილი ჩვენებაში ნანა კაკაბაძეს, ადვოკატ ირმა ჭკადუასა და დეპუტატ ეკა ბესელიას საპატრიარქოში არსებულ შეწყალების კომისიის მეშვეობით კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებდა. ნანა კაკაბაძის გარდა, ამ საქმეზე გამოძიების დაწყება ირმა ჭკადუამაც მოითხოვა.