ნატა ფერაძე ელისაშვილს მხარს აღარ უჭერს – “კარგია, დროზე მივხვდი, მერე არ მექნება საბოდიშო”

ნატა ფერაძე ელისაშვილს მხარს აღარ უჭერს - "კარგია, დროზე მივხვდი, მერე არ მექნება საბოდიშო"„პარტიზანი მებაღეების“ ხელმღვანელი ნატა ფერაძე, რომელიც თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის აქტიურ მხარდამჭერად მოიაზრებოდა, აცხადებს, რომ ელისაშვილის ქმედებებმა და გამონათქვამებმა საკუთარ არჩევანში დააეჭვა.

– აი, ხომ უნდა მოახერხო, ასეთი მოტივირებული ამომრჩეველი ბოლო კვირას გადაუწყვეტელად მაქციო?

კარგია, დროზე მივხვდი, მერე არ მექნება საბოდიშო, რომ საქმის არმცოდნე პოპულისტს ვუჭერდი მხარს.

პოლიტიკა კი არასოდესაა იდეალური და ყველასთვის მოსაწონი, ყველა აუცილებლად არჩევნებზე, ხმა ვინმეს, მაგრამ არა ოცნებას!

სახლში დარჩენა – კალაძის ხმებია.

წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ქალაქის საბოლოო მოკვლის თანამონაწილე ვიქნებით, _ განაცხადა ნატა ფერაძემ.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ ივლისის თვეში ნატა ფერაძე თავის თავს ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერად მოიხსენიებდა:

– ამ არჩევნებზე პირველად ვარ ასე, გულით ჩართული, არ მიწევს ორჭოფობა და გამონაკლისის მეთოდით არჩევანის გაკეთება უარესებში უკეთესისა. მე ვარ ალეკო ელისაშვილის მხარდამჭერი, თან მხურვალე მხარდამჭერი და ვთვლი, რომ ეს იქნება ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება “ქართულ ოცნებაზე”, – ამბობდა ნატა ფერაძე TV-პირველის ეთერში.

ნიუპოსტი