ნეიმარმა ინტერვიუში მესიზე ისაუბრა

ნეიმარმა ინტერვიუში მესიზე ისაუბრა

პსჟ-ს ბრაზილიელ ფეხბურთელს ნეიმარს ინტერვიუს დროს კითხვა მესიზე დაუსვეს, რაზეც ნეიმარმა თქვა, რომ მესი ყოველთვის იქნება მისი მეგობარი და მათ შორის არავითარი უთანხმოება არ ყოფილა.

”ბარსელონადან იმიტომ წავედი რომ ახალი გამოწვევები მინდოდა და არც ოქროს ბურთია ჩემთვის მთავარი. მესისთან ამ წლების მანძილზე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა და ის ყოველთვის ჩემს მეგობრად დარჩება. არანაირი უთანხმოება ჩვენს შორის არ ყოფილა”– განაცხადა ნეიმარმა.

ნეიმარმა პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ამის გაკეთება რეალურია.