“ოცნების” აქტივისტი რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა

"ოცნების" აქტივისტი რუსთავი 2-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხაამ წუთებში ,სოფელ შრომაში, ხრიალეთის საარჩევნო უბანზე ,,ოცნების“ აქტივისტმა გიგლა მამფორიამ გაზეთ ,,გურიის მოამბის „ დამფუძნებელს და,, რუსთავი 2 -ის წარმომადგენელს გურიის მხარეში ვლადიმერ მენაბდეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მამფორიამ საარჩევნო უბანზე , ხოლო სოფლის გამგებელმა მაყვალა დარჩიამ უბნის გარე პერიმეტრზე ,,რუსთავი 2 „-ის გადამღებ ჯგუფს არ მისცეს საარჩევნო პროცესის გაშუქების საშუალება, თავს დაესხნენ და აგრესიული ქმედებებით პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.

.,რუსთავი 2 „ -ის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა უბანზე მყოფი შ. ს.ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს უფროსი თემურ რცხილაძე. მენაბდე ამ დრომდე მის მიერ გამოძახებულ 112 წარმომადგენლებს ელოდება.

წყარო: გურიის მოამბე