რეალი ჰარი კეინის შეძენას აპირებს

რეალი ჰარი კეინის შეძენას აპირებსმადრიდის რეალი ახალი ფორვარდის ძიებაშია, რადგან გარეტ ბეილი და კარიმ ბენზემა საკმაოდ ხშირად იღებენ ტრავმებს. მადრიდელების მთავარი სამიზნე ტოტენჰემის ფორვარდი ჰარი კეინია, რომელიც ამჟამად ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ითვლება.

რეალი მზად არის კეინის ტრანსფერში 200 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ტოტენჰემი თავისი მთავარი ფორვარდის ადვილად დათმობას არ აპირებს. ტოტენჰემის მფლობელებმა უკვე არაერთი განცხადება გააკეთეს იმის თაობაზე, რომ კეინის გაყიდვა მათ გეგმებში არ შედის.

ჰარი კეინი ტოტენჰემის აკადემიის აღზრდილია და ის ახალგაზრდული ასაკიდან ამ გუნდის ღირსებას იცავს.