სააკაშვილმა პოროშენკოს კარვები გაუშალა

სააკაშვილმა პოროშენკოს კარვები გაუშალაუკრაინის ეროვნული პოლიციის წარმომადგენლები, რომლებსაც კიევში, გრუშევსკისა და სადოვაიას ქუჩების კვეთაზე კორდონი ჰქონდათ მოწყობილი, ატარებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეებს, რომლებსაც კარვები და საძილე ტომრები შეაქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
პოლიციელების კორდონთან მომიტინგეების კოლონა მივიდა, რომელსაც პარტია „ახალი ძალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი და დეპუტატი სერგეი ლეშჩენკო უძღვებოდნენ. პოლიციამ ისინი გაატარა.
ბოლო მონაცემებით, მომიტინგეებმა პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლა დაიწყეს. ამ დროისთვის 14 კარავია გაშლილი.