საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს

საბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლესსაბერძნეთში დაკავებული 8 ქართველიდან ერთ-ერთი, 19 წლის ქუთაისელი ანანო ხერხაძე გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის დედა ავრცელებს. სოფო ფხაკაძის განცხადებით, მის შვილს არაფერი დაუშავებია, მისი დაკავების მიზეზი კი შესაბამისი დოკუმენტაციის არქონა გახდა.
ანანო ხერხაძე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდა განყოფილებაში. ოჯახის ინფორმაციით, გოგონა მომხდარს და მედიით მისი ფოტოების გავრცელებას ძალიან განიცდის.
– საბერძნეთის პოლიცია და მედია ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ის არ იყო დამნაშავეთა დაჯგუფების წევრი. გოგონა 19 წლისაა, – განაცხადა ხერხაძის ახლობელმა.
საბერძნეთის პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბერძნეთში ყაჩაღობის ბრალდებით 8 ქართველი დააკავეს.

ინტერპრესნიუსი