სერგო რატიანი პოლიციამ თბილისის საკრებულოში არ შეუშვა

სერგო რატიანი პოლიციამ თბილისის საკრებულოში არ შეუშვადღეს თბილისის საკრებულოში  სხდომა გაიმართება. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთი თემა თაბორის მთის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიების გასხვისება იქნება. საკრებულოში იმყოფება უკვე ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი.

რატიანმა საკრებულოს შენობაში შესვლა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა ამის საშუალება არ მისცეს. საკრებულოს თავჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, დღევანდელ საკრებულოს სხდომას მხოლოდ საკრებულოს წევრები, საკრებულოს თანამშრომლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან. მისივე თქმით, ამის მიზეზი პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან სხდომის ჩაშლის მცდელობაა.

საკრებულოს შენობასთან პოლიცია დილიდანაა მობილიზებული.

29 სექტემბერს, პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.

იმედინიუსი