ტოტის აზრით ოქროს ბურთი კრიშტიანო რონალდუმ უნდა მოიგოს

ტოტის აზრით ოქროს ბურთი კრიშტიანო რონალდუმ უნდა მოიგოსფრანჩესკო ტოტიმ ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებზე ისაუბრა და მისი თქმით ამ ჯილდოს ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს. ტოტის აზრით შარშანდელ სეზონში რონალდუმ მესის და ნეიმარს აჯობა.

”რონალდუმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მისმა გუნდმა ყველა ტიტული მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრებში კრიშტიანო მოწოდების სიმაღლეზე იყო და რეალის გამარჯვებები დიდწილად მისი დამსახურებაა. ვფიქრობ ის იმსახურებს ოქროს ბურთს”– განაცხადა ტოტიმ.

ოქროს ბურთის მფლობელის ვინაობა იანვარში გახდება ცნობილი.