უკრაინის რადას შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

უკრაინის რადას შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდაუკრაინის რადას შენობასთან მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება მოხდა. პოლიციამ მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქტივისტები ცდილობდნენ ევროპის მოედნიდან პოლიციელების ბარიერები აეღოთ. მცირე შეტაკებები მიმდინარეობს ასევე გრუშევსკისა და ჩელკოვჩინას ქუჩების გადაკვეთაზე.

გამოცემა The Insider-ის თანახმად, აქტივისტებმა პარლამენტის ეზოში კარვები შეიტანეს. პოლიცია მათ შეჩერებას ცდილობდა, თუმცა, მომიტინგეებმა ბარიერი აიღეს.

“რადიო თავისუფლების” უკრაინის ოფისი იუწყება, რომ შეტაკებები მიმდინარეობს სამთავრობო კვარტალშიც, მინისტრთა კაბინეტის შენობასთან ახლოს.