ფლორენტინო პერესს ჰარი კეინის შეძენა სურს

ფლორენტინო პერესს ჰარი კეინის შეძენა სურსმადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მოხიბლულია ტოტენჰემის ფორვარდის ჰარი კეინის თამაშით და სურს რომ ის თავისი გუნდის რიგებში იხილოს. მიუხედავად დიდი სურვილისა პერესს ესმის, რომ ამის გაკეთება იოლი არ იქნება.

”კეინი შესანიშნავი ფეხბურთელია და მისი შეძენა რეალს საგრძნობლად გააძლიერებდა, მაგრამ ტოტენჰემი მას 250 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვებს და ამ თანხის გადახდის სურვილი არ მაქვს”– განაცხადა პერესმა.

კეინი წლევანდელ სეზონს შესანიშნავად ატარებს და გატანილი გოლების მიხედვით მას ევროპის წამყვან ჩემპიონატებში საუკეთესო შედეგი აქვს.