ქეთი შეყელაშვილი საქართველოს მის მსოფლიო 2017-ზე წარადგენს

ქეთი შეყელაშვილი საქართველოს მის მსოფლიო 2017-ზე წარადგენსსაქართველოს მის მსოფლიო 2017-ზე 23 წლის ქეთი შეყელაშვილი წარადგენს. როგორც მის მსოფლიოს ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, ქეთის ხელოვნებათმცოდნის ბაკალავრის დიპლომი აქვს, ამჟამად კი ის საქართველოს ნაციონალური ფოლკლორული ანსამბლის პროფესიონალი მოცეკვავეა.

მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო ის, როდესაც 15 მოცეკვავიდან ის აირჩიეს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიეღო მონაწილეობა. მას შემდეგ რაც ის მის საქართველოდ აირჩიეს, ქეთი დაკავებულია მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლების დახმარებით.

მას მოსწონს მზარეულობა და ფორტეპიანოზე დაკვრა, აქვს ხატვის ნიჭი. ასევე ძალიან უყვარს ჩარლი ჩაპლინის ფილმები. მისი დევიზია. „სანამ არ გააკეთებ, შეუძლებლად მიგაჩნია.“

„მის მსოფლიო 2017“ 18 ნომბერს ჩინეთში, ქალაქ სანიაში „ სანია სიტი არენაზე“ ჩატარდება.

ნიუპოსტი