ქუთაისი: ჭიღვარია – 54%, ვაშაძე – 24%, გოგისვანიძე – 8%

ქუთაისი: ჭიღვარია - 54%, ვაშაძე - 24%, გოგისვანიძე - 8%რუსთავი 2- ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, ქუთაისის მერობის კანდიდატების შედეგები ასე გამოიყურება. კვლევა 18:00 საათის მონაცემებს ასახავს.

პირველ ადგილზე “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატი გიორგი ჭიღვარიაა, მას 54% აქვს.  “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 24% მიიღო.

შემდეგ მოდის „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, დავით გოგისვანიძე 8%-ით. “დემოკრატიული მოძრაობის” კანდიდატმა, გიორგი წულაიამ 7% დააგროვა, “პატრიოტთა ალიანსის” კანდიტმა გრიგოლ ბახტაძემ 3%, “ლეიბორისტული პარტიის” კანდიდატმა სამსონ გუგავამ 2%.

ნიუპოსტი