ქუთაისში მეორე ტური იქნება – ჭიღვარია ვაშაძის წინააღმდეგ

ქუთაისში მეორე ტური იქნება - ჭიღვარია ვაშაძის წინააღმდეგდიდი ალბათობით, წინასწარი შედეგების თანახმად, ქუთაისში მეორე ტური გაიმართება.

ამ დროის მონაცემებით, მმართველი გუნდის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ ხმების 48.61%, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ კი – 27.05% მიიღო.

ქუთაისის საოლქო-საარჩევნო კომისიამ ყველა უბნის, 124-ვე საარჩევნო უბნის მონაცემები უკვე თბილისში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გადააგზავნა და მონაცემების მიხედვით, ვერც ერთმა მერობის კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.