ყვარელში 24 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო

ყვარელში 24 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩოყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში 24 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. გარდაცვლილი მეზობელმა ნახა და პოლიციას შეატყობინა.

წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელობის მიზეზი ოჯახური კონფლიქტი გახდა.

ადგილობრივების თქმით, ქალს ოჯახის წევრებთან უთანხმოება ჰქონდა და არ გამოირიცხება, რომ სუიციდის მიზეზი სწორედ მათთან დაპირისპირება გამხდარიყო.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

პირველი