შსს: მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალა შევიყვანეთ

შსს: მარნეულში  პოლიციის დამატებითი ძალა შევიყვანეთშინაგან სამეთა სამინისტრო მარნეულში სპეცდანიშნულების რაზმის ჩაყვანას უარყოფს.

– არჩევნების დღეს საპოლიცო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, – განუცხადეს “ნიუპოსტს” შსს-ში.
ადგილობრივი მედიის ცნობით კი პოლიციის უკან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.