ჰარი კეინი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ჰარი კეინი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ ვერ ითამაშებსტოტენჰემის ლიდერი და მთავარი ბომბარდირი ჰარი კეინი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა ტოტენჰემის მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ, რომელმაც თქვა, რომ კეინს მცირე ტრავმა აწუხებს.

კეინის არყოფნა ტოტენჰემისთვის უდიდესი დანაკლისი იქნება, რადგან ჰარი წელს შესანიშნავ სეზონს ატარებს. მანჩესტერ იუნაიტედი ტოტენჰემს საკუთარ მოედანზე მიიღებს და ეს შეხვედრა ტურის ცენტრალურ თამაშად ითვლება. მატჩი 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 15.30 საათზე დაიწყება.