„48 საათიანი თავგადასავალი“ – საშიში თამაში ფეისბუქზე ბავშვებს სახლიდან გაპარვისკენ მოუწოდებს

„48 საათიანი თავგადასავალი“ - საშიში თამაში ფეისბუქზე ბავშვებს სახლიდან გაპარვისკენ მოუწოდებსსაშიში თამაში Facebook-ზე, რომელიც თინეიჯერებს მოუწოდებს სახლიდან წავიდნენ და ორი დღით „უგზოუკვლოდ დაიკარგონ“. Dailymail-ის ცნობით, აღნიშნულმა თამაშმა ბრიტანეთში პანიკა გამოიწვია.

ვარაუდობენ, რომ 14 წლის ბავშვებმა თამაშის – „48 საათიანი თავგადასავალი“-ს თამაში დაიწყეს. ასევე ცნობილია, რომ ბავშვები ამ თამაშს ძირითადად ჯგუფებად თამაშობენ.

თამაშის წესების მიხედვით, მათ ორი დღით სახლი უნდა დატოვონ, ახლობლებთან ყოველგვარი კონტაქტი გაწყვიტონ და უნდა შექმნან შთაბეჭდილება, რომ გაუჩინარდნენ, შემდეგ კი მოულოდნელად გამოჩნდნენ. ამ ე.წ. თამაშს სხვადასხვა დონეები აქვს და სხვადასხვა დავალებები, რომელთა შესრულების შემთხვევაში მონაწილე უფროდაუფრო მაღარ ქულებს იღებს.

სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებებნ სოციალურ ქსელთან წვდომა მოზარდებს უკონტროლონ. თუ რა ზომებს მიიღებენ შესაბამისი ორგანოები ჯერჯერობით უცნობია.

ნიუპოსტი