8 ჩვევა, რაც სიღარიბისგან თავის დაღწევის საშუალებას არასდროს მოგცემთ

ისტორიას ახსოვს რამდენიმე შემთხვევა, როცა სრულიად ჩვეულებრივი ადამიანი მომენტალურად გამდიდრდა. ადამიანები შრომობენ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ბევრი მათგანი კი სიღარიბეს და საშუალო დონეს ვერადავერ აღწევს თავს, რა არის ამის მიზეზი? არსებობს რამდენიმე „საშიში“ ჩვევა, რომლებიც სიღარიბისთვის თავის დაღწევის საშუალებას არასდროს მოგცემთ:

ეკონომიისკენ მიდრეკილება

ღარიბი ადამიანები დიდ ძალისხმევას და დროს ხარჯავაენ იმაზე, რომ მაქსიმალურად ეკონომიურად მოიხმარონ საკუთარი ხარჯები. ისინი მზად არიან დილით ადრიანად ადგნენ და მოიარონ ყველა მაღაზია რაიონში და შეადარონ ფასები, შემდეგ კი ყველაზე იაფფასიანი შეიძინონ, იმის მაგივრად, რომ ეს დრო მოახმარონ თვითრწმენის ამაღლებას და უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახურის ძიებას.

ცვლილებების შიში

ეს არის ღარიბების ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ჩვევა. ცვლილებები ხომ რისკს ან სტაბილურობაზე უარის თქმა გულისხმობს?!

ასეთი ადამიანები ვერ გადაწყვეტენ საკუთარი ბიზნესის გაკეთებას, რადგან არსებობს შანსი იმისა, რომ წარუმატებელი იყოს ბიზნესი. ისინი არც სხვა ქალაქში გადავლენ საცხოვრებლად, რადგან იქ ნაცნობები არ არიან. არასდროს ეცდებიან ახალი პროფესიის შესწავლას, ეს ხომ ბევრ სირთულეს ითვალისწინებს.

უმჯობესია დაბალანაზღაურებადი, მაგრამ სტაბილური სამსახური

სიორარიბისკენ მიდრეკილი ადამიანები, მზად არიან მთელი ცხოვრება დაბალანაზრაურებად სამსახურში იმუშაონ, მაგრამ იყოს ის სტაბილური. მართალია ისინი წუწუნებენ საკუთარ ცხოვრებაზე, მაგრამ ამ „სტაბილურობას“ არასდროს ცვლიან.

შური

ხშირად სიღარიბისკენ მიდრეკილ ადამაინებს შეიძლება შეამჩნიოთ ისეთი არასასიამოვნო ჩვევა, როგორიც არის შური, მათ ხშირად შურთ იმ კოელგების, რომლებიც წარმატებას აღწევენ და ამას შეიძლება უსამართლობადაც კი თვლიდნენ.

არააქტიური ცხოვრების წესი

სირარიბის ფსიქოლოგია ადამიანებს პასიური ცხოვრებისკენ განაწყობს, ასევე პასიური ურთიერთობისკენ გარშემომყოფებთან. ასეთი ფსიქოლოგიის მქონე ადამაინებს არ სურთ აქტიური ცხოვრებით ცხოვრება, ეშინიათ, რომ ეს არ გამოუვათ. მისინი მიიჩნევენ, რომ მშვიდად დინებას მიმართულებით ცურვა სრულებით საკმარისია.

პასუხისმგებლობის დაკისრება

მსგავსი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები ყოველთვის დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა მათ წინაშე რაღაცით ვალდებულია. ისინი პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებენ და ცხოვრობენ იმ წესით, რომ წინსვლის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან თავად არავის და არაფრის წინაშე ვალდებულნი არ არიან.

„მინდა ყველაფერი და სწრაფად“

ასეთი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები ცდილობენ ყველაფრის სწრაფად მირებას და ამასთანავე, არავითარი ძალისხმევის ჩადება არ სურთ. ოცნებობენ სწრაფად იშოვონ მაღალანაზღაურებადი სამსახური და არ სურთ სტაჟიორის პოზიციიდან დაწყება, თავიდანვე საკუთარი კაბინეტი სურთ.

დაბალი თვითშეფასება

ღარიბი ადამიანები არასდროს აფასებენ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს, წუწუნებენ ცუდ ბედზე, არ ცდილობენ ჰქონდეთ უკეთესი ცხოვრება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018