ბრაზილიაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა

ბრაზილიაში თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცაბრაზილიის შტატ სან-პაულუში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლს დაეცა. ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 3 ადამიანი დაიღუპა.

შტატის სახანძრო სამსახურის ცნობით, შემთხვევის დროს სახლში ადამიანები იმყოფებოდნენ, თუმცა ისინი არ დაშავებულან.

თვითმფრინავის კატასტროფის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მიმდინარეობს გამოძიება.

პირველი