კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმების გათვლას ითხოვენ

კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმების გათვლას ითხოვენსაარჩევნო ბლოკი „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო“ მთაწმინდის ოლქში უბნების შედეგების ხელახალ გადათვლას მოითხოვს. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 28 ოქტომბერს გაიმართა სასამართლო პროცესი. ბლოკის ინტერესებს პროცესზე წარმოადგენდნენ კახა კუკავა და დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ბლოკმა პროცესზე მიიყვანა მოწმე, რომელიც ადასტურებს, რომ მთაწმინდის N13 უბანზე ხმა მისცა „დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს“, თუმცა შემაჯამებელ ოქმში ბლოკს უწერია 0 (ნული) ხმა. ამას გარდა, ოქმებში აღმოჩენილია არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა.

სასამართლოს გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.