ლიანა ისაკაძე თვითმკვლელობაზე ფიქრობს

მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ მევიოლინეს ლიანა ისაკაძეს მეუღლე გარდაეცვალა, ის ხშირად არის დეპრესიაში და თავის მოკვლაზე ფიქრობს.
ამ უქმეებზე მევიოლინემ სოციალურ ქსელში მოკლე სტატუსი გამოაქვეყნა:
-okonchuzhisnsamoubiistvom – აკონჩუ ჟიზნ სამოუბისტვომ – სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ.
სტატუსის გავრცელების შემდეგ, ლიანა ისაკაძის ათასობით გულშემატკივარმა მუსიკოსს გადაწყვეტილების გადაფიქრება სთხოვა და უსაზღვრო სიყვარულში გამოუტყდა.
როგორც ფესტივალის “ღამის სერენადები” დირექტორმა ლაშა ბაშარულმა განაცხადა, მევიოლინეს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ხშირად აქვს რთული პერიოდები:
– მეუღლის გადაცვალების გამო, სამწუხაროდ, ქალბატონ ლიანას ხშირად აქვს დეპრესია… უკეთაა ახლა… ხანდახან აქვს ხოლმე ასეთი დეპრესიული შეტევები, როცა ძალიან ნერვიულობს… არ ინერვიულოთ, ახლა უკეთაა…
ლიანა ისაკაძის მეუღლე, თამაზ ჩაჩავა, ამ ზაფხულს ფესტივალის “ღამის სერენადები” საზეიმო გახსნისადმი მიძღვნილ კონცერტზე პირველი განყოფილების შემდეგ, გულის შეტევით მოულოდნელად გარდაიცვალა.

გაზიარება:

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018