პატარკაციშვილები თბილისის ცირკს ყიდიან – საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია

პატარკაციშვილები თბილისის ცირკს ყიდიან - საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარიათბილისის ცირკის შენობა იყიდება. ქონების საწყისი ფასი 18 მილიონი დოლარია.

როგორც კომპანია Colliers International Georgia-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, უძრავი ქონების საერთო ფართი 21,014 კვადრატული მეტრია. ნაგებობა 5 სართულს მოიცავს, რომლის საერთო ფართი კი 4,750 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ცენტრალურ შენობასთან ერთად, უძრავი ქონება შედგება 800კვ. მეტრი ფართის ადმინისტრაციული ერთეულისგან. აღნიშნულ შენობა-ნაგებობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

თბილისის ცირკი პატარაკაციშვილების საკუთრებაშია.