პროფესორმა ელგუჯა ტარტარაშვილმა სენსაციური ოპერაცია ჩაატარა

პროფესორმა ელგუჯა ტარტარაშვილმა სენსაციური ოპერაცია ჩაატარა– დედობა ღვთის საჩუქარია, ჩვენ, ექიმებმა ღვთის ნების აღსრულებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, – აცხადებს სამშობიარო სახლ “ჰერას” მეან-გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა ტარტარაშვილი და უკვე 39 წელია იღწვის, რომ ყველა მისმა პაციენტმა დედობა იზეიმოს.

ბატონი ელგუჯა სამედიცინო წრეებში მისი სენსაციური ოპერაციებით არის ცნობილი.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მან სექტემბრის თვეში სწორედ ასეთი უნიკალური ოპერაცია ჩაატარა “ჰერაში”. ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ელგუჯა ტარტარაშვილმა მსოფლიო დონის ოპერაცია გააკეთა საშვილოსნოს შენარჩუნებით.

– ბატონო ელგუჯა, რაში მდგომარეობს თქვენ მიერ ჩატარებული ოპერაციის სენსაციურობა?

– მიმდინარე წლის 21 სექტემბერს პაციენტი ქ.მ. 31 წლის 2 წელი მკურნალობდა უშვილობაზე, ხოლო რამდენიმე თვის წინ დაუდგინდა დიდი ზომის ინტრამურალური (ინტერსტიციული) ლეიომიომა 6 თვის ორსულობის ოდენობის. პაციენტთა დიდი ნაწილისთვის ეს ტერმინოლოგია ცნობილია, რადგან ქალბატონების ძალიან დიდ ნაწილს მიომური კვანძები აწუხებს.

ოპერაცია გაკეთდა საშვილოსნოს შენარჩუნებით. ოპერაციის უნიკალურობა სწორედ ამაში მდგომარეობს, რადგან ასეთი დიაგნოზისას საშვილოსნოს შენარჩუნება არ არის აღწერილი. ოპერაციის მსვლელობისას საშვილოსნოს ღრუში არსებული პოლიპიც ამოიკვეთა. პაციენტი გაეწერა 5 დღეში.

– თქვენზე ამბობენ, აშშ-ის მოქალაქე ბესინგერს მეუღლე და შვილი გადაურჩინეთ!

– დიახ, ეს რამდენიმე წლის წინ იყო. ექსტრემალური სიტუაცია იყო. ბეწვზე ეკიდა დედისა და ნაყოფის სიცოცხლე. გაკეთდა საკეისრო კვეთა, ნაყოფი ამოყვანილ იქნა 31 წამში. ყველაფერი დამთავრდა კარგად. ახალშობილს ბესინგერმა ჯორჯი დაარქვა.

ბესინგერი ოპერაციას ვიდეოკამერაზე აფიქსირებდა. სწორედ ვიდეოკამერის წამმზომის შედეგად დაფიქსირდა ოპერაციის რეკორდული დრო.

როგორც შემდეგ ბესინგერმა გვითხრა, აინტერესებდა, კიდევ თუ იყო ასეთი შემთხვევა. ბესინგერმა მოიძია ოპერაცია ინტერნეტში და დაადასტურა, რომ მისი მეუღლისა და შვილის გადამრჩენელმა ელგუჯა ტარტარაშვილმა მსოფლიოს მასშტაბით რეკორდულ დროში ჩაატარა ოპერაცია. მსოფლიო მასშტაბის რეკორდი დაამყარა.

ბესინგერმა გამოაქვეყნა სტატია ამერიკაში ქართველ ემიგრანტთა გაზეთში “ივერია”-ში რუბრიკით “გინესის ახალი რეკორდი თბილისის სამშობიაროში”.

– ახლაც “ჩქაროსნული” მეთოდით აკეთებთ საკეისრო კვეთას?

– როდესაც მუცლადმყოფ ნაყოფს ტვინში ჟანგბადის ნაკლებობის გამო უვითარდება შეუქცევადი პროცესები, ან სახეზეა სამეანო პათოლოგიები, როდესაც ფიზიოლოგიური გზით შეუძლებელია მშობიარობა და არის დედისა და ნაყოფისათვის სასიცოცხლო ჩვენება, მშობიარობის “ჩქაროსნული” მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია.

ხშირად ელგუჯა ტარტარაშვილის პროფესიული შეუვალობის შედეგია, რომ ათასგზის დასმული “განწირული” დიაგნოზის შემდეგ ოჯახში რამდენიმე ბავშვიც კი დაბადებულა.

ელგუჯა ტარტარაშვილი:

– რამდენიმე წლის წინ, როდესაც აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ი.ბ. 33 წლის მკურნალობდა უშვილობაზე, საშვილოსნოს მიომის დიაგნოზით, 3 წლის განმავლობაში უშედეგოდ. ბოლოს ამერიკელმა პროფესორმა შესთავაზა გაკეთებულიყო რადიკალური ოპერაცია – საშვილოსნოს ამოკვეთა.

– თქვენთან როგორ მოხვდა ეს პაციენტი?

– პაციენტმა გადაწყვიტა ოპერაცია გაეკეთებინა საქართველოში. მიმართა თბილისის ერთ-ერთ სამშობიარო სახლს, სადაც შემთხვევით კოლექტივის ერთ-ერთმა წევრმა, გაიგო რა მისი წარმომავლობის შესახებ, ურჩია გაეკეთებინა ეს ოპერაცია თავისივე ქალაქში ანუ გორში, სადაც იმ პერიოდში ვმუშაობდი.

გავუკეთე ოპერაცია საშვილოსნოს შენარჩუნებით. პაციენტი ბინაზე გაეწერა 4 დღეში. დაბრუნდა ამერიკაში. შემდგომში დაორსულდა. ორსულობის დროს მკურნალმა ექიმმა, პროფესორმა, რომელმაც საშვილოსნოს ამოკვეთა შესთავაზა თავის დროზე, განცვიფრებულმა მოითხოვა ჩატარებული ოპერაციის ისტორიის ამონაწერი. ამის შემდეგ მან გაუკეთა საკეისრო კვეთა პაციენტს, რომელსაც შეეძინა ბიჭი.

ამერიკელმა ექიმმა პაციენტს ურჩია, შვილისთვის ქართველი პროფესორის სახელი დაერქმია.

ჩვენ მხოლოდ ერთის დამატება შეგვიძლია, სენსაციური და უნიკალური ოპერაციები საქართველოშიც ტარდება და პროფესიონალთა დამსახურებით ბევრი ქალი დედა ხდება.