ქორწილი, სადაც არავინ მივიდა

ქორწილი, სადაც არავინ მივიდაეს მოხდა მაშინ, როცა ჩინეთის რამდენიმე რეგიონს ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს, სწორედ ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით ხალხმა შინ დარჩენა არჩია.

თუმცა, ამას არ შეუშინებია თავად პატარძალი, ჩჟოუ ტიანი, რომელმაც რჩეულზე დაქორწინება მაინც გადაწყვიტა. როგორც მოსალოდნელი იყო, დიდ, გაფორმებულ დარბაზში თითქმის არავინ მივიდა, მაგრამ საქმრო მას შესასვლელთან ელოდა. 300 მოწვეული სტუმრიდან, მხოლო 10, ყველაზე ახლო ნათესავი მივიდა.

საქორწილო ფიცის გაცვლისას, ჩჟოუმ განაცხადა: “სტუმრები არ არიან, მაგრამ არაუშავს. არავინ მამშვიდებს, ფეირვერკებიც არ არის – ესეც არაფერია. მე მხოლოდ შენ მჭირდები და არც ის იყო მნიშვნელოვანი, თუ თავითფეხებამდე სველი მოხვიდოდი. რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ ცოლად გამოგყვები”.

ამ სიტყვებმა მცირერიცხოვანი დამსწრე სტუმარი იმდენად ააღელვა, რომ გადაწყვიტეს ეს ისტორიაზე სოც.ქსელში გამოექვეყნებინათ. ამან ათასობით მოწონება და კომენტარი დაიმსახურა.