თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს

თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს თბილისის მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატები 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. მათი ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება.
ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობა ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) ხელფასი თვეში 2950 ლარია, სხვა მოადგილეებისა – 2.800 ლარი.

ოფიციალურად დეკლარირებული მონაცემებით, დედაქალაქის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ 2016 წლის განმავლობაში 73.475 ლარი მიიღო, მათ შორის, ხელფასი – 35.400 ლარი, ხოლო 13-ჯერ მიღებული პრემია-დანამატების სახით – 38.075 ლარი.

15 – 15 დანამატი და პრემია აიღეს დავით ნარმანიას მოადგილეებმა.

– ნინო ხატისკაცმა და ირაკლი ლექვინაძემ. მათი ძირითადი ხელფასის ოდენობა წელიწადში 33.600 ლარს შეადგენს, თუმცა მერის ორივე მოადგილემ დაახლოებით 2,3-ჯერ მეტ ანაზღაურება მიიღო: ნინო ხატისკაცმა – 75.455 ლარი, ირაკლი ლექვინაძემ კი 75.320 ლარი.

თბილისის მერის კიდევ 2 მოადგილე – გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი თანამდებობაზე 2016 წლის 3 აგვისტოს დაინიშნენ. გიგა ნიკოლეიშვილმა 5 თვის განმავლობაში მიიღო 32.171 ლარი, მათ შორის, პრემია-დანამატის სახით – 18.171 ლარი, ხოლო ნატო ქიტიაშვილმა 24 640 ლარი, საიდანაც 10 640 ლარი პრემიისა და დანამატის თანხაა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, თბილისის მერის წლიური ანაზღაურება 38.160 ლარი იყო, ესე იგი თვეში 38.180 ლარი. დავით ნარმანიას დანამატი ან პრემია არ აუღია.

რეგინფო.გე