თენგიზ შერგელაშვილი ტელეიმედზე არ შეუშვეს – “ეს პირადად კალაძის შტაბის გადაწყვეტილებაა”

თენგიზ შერგელაშვილი ტელეიმედზე არ შეუშვეს - "ეს პირადად კალაძის შტაბის გადაწყვეტილებაა"გუშინ გვიან საღამოს ტელეკომპანია იმედში გაიმართა ტელედებატები თბილისის მერობის კანდიდატებს შორის. მათ შორის არ აღმოჩნდა თენგიზ შერგელაშვილი “შენების მოძრაობიდან”, რომელმაც ფეისბუქზე ეს ამბავი ასე ახსნა:

“ტელეკომპანია იმედზე მიმდინარეობს მერობის კანდიდატების დებატები, რომლის ერთ-ერთი მონაწილე უნდა ვყოფილიყავი. ყველა ტექნიკური საკითხი შეთანხმებული იყო. გადაცემის დაწყებიდან ერთი საათით ადრე ტელეკომპანიამ უარი განაცხადა ჩემს დებატებში მონაწილეობაზე. დარღვეულია რამდენიმე კანონი, რომ აღარაფერი ვთქვათ სამართლიან საარჩევნო გარემოზე. დარწმუნებული ვარ ეს პირადად კალაძის შტაბის გადაწყვეტილებაა. დასკვნები ადვილი გასაკეთებელია.”