უდუმაშვილი – “მე მივეცი ხმა წარმატებას”

უდუმაშვილი - "მე მივეცი ხმა წარმატებას"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

– მე მივეცი ხმა წარმატებას, ადამიანებზე და თბილისელებზე ორიენტირებულ ქალაქს მივეცი ხმა, მნიშვნელოვანი დღეა და მოვუწოდებ ამომრჩეველს, იაქტიურეთ, ვინაიდან ამ ქალაქის ბედის გამკარგველები ხართ თქვენ, თქვენი აქტიურობა იქნება იმის გარანტია, რომ გაყალბებას თავიდან ავიცილებთ, კარგი საარჩევნო ამინდია ნამდვილად დღეს. დღეს ყველა ვაკეთებთ არჩევანს კორუფციასა და წესიერებას შორის, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ნიუპოსტი