„უსუფაშვილს „ქართული ოცნება“ აფინანსებს“

„უსუფაშვილს „ქართული ოცნება“ აფინანსებს“,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, პარტიის ყოფილ ლიდერს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს.

კორძაია უსუფაშვილის იმ წერილს იხსენებს, რომელიც მან პარტიის სამდივნოს გაუგზავნა და რომლის შემდეგაც უსუფაშვილმა პარტია დატოვა.
კორძაიას თქმით, უსუფაშვილს ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაურკვეველი იყო რატომ რჩებოდა პარტია ხელისუფლებაში და ამავდროულად როგორ აწარმოებდა ოპოზიციურ კამპანიას.
კორძაიას თქმით, თუ ამის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს გავაანალიზებთ, ნამდვილად არსებობს იმის თქმით საფუძველი, რომ უსუფაშვილი ხელისუფლებისგან მართული ოპოზიციაა და ის ფაქტიც რომ უსუფაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატი დაასახელა ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. მისივე განცხადებით, ამას ემატება ისიც, რომ უსუფაშვილის “შენების” მოძრაობას ფინანსური რესურსები აქვს, რაც რესპუბლიკურ პარტიაში მისი ყოფნის დროს ვერ იქნა მოძიებული.
– შენების მოძრაობას აქვს ოფისები, პარტიულ აქტივს- ხელფასები, ამ ყველაფერს ფული სჭირება ხომ. მათ ეს ფული ახლა გაუჩნდათ, როდესაც რესპუბლიკურ პარტიაში იყვნენ ეს ფული არ ჰქონდათ, შესაბამისად გვაქვს ეჭვები ამასთან დაკავშირებით, – აცხადებს კორძაია “პრაიმტაიმთან” ინტერვიუში.