ზარაფხანა იყიდება

ზარაფხანა იყიდებათბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე „ზარაფხანას“ შენობა იყიდება.

საუბარია 16.000 კვადრატულ მეტრამდე კეთილმოწყობილი ფართის მქონე 26.795 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთზე.
როგორც კომპანიის Colliers International Georgia ვებგვერდზეა აღნიშნული, სახელმწიფოსგან საკუთრების გამოსყიდვისთვის საჭირო თანხა – 2.100.000 დოლარია (მათ შორის დაგროვილი გადასახადები და ჯარიმები); 1.700.000 დოლარი კი 2019 წლის მესამე კვარტლამდე (გადახდები უნდა განხორციელდეს კვარტალურად) არის გადასახდელი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მფლობელი სამრეწველო საქმიანობისთვის შესაფერისი ობიექტის შესყიდვით (2,000 კვ. მეტრამდე მდე მიწის ფასი 1 მილიონი დოლარია) კმაყოფილი იქნება.
რეესტრის მონაცემებით, შპს „ზარაფხანას“ 100%-იან წილს შპს „ზარაფხანა დეველოპმენტი“ ფლობს, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული FIORLANE LIMITED-ია. ამასთან, როგორც რეესტრის 11 აგვისტოს ამონაწერშია აღნიშნული, მიმდინარეობს „ზარაფხანა დეველოპმენტის“ რეაბილიტაციის საქმისწარმოება. რეაბილიტაციის მმართველი კი შპს „ბიზნეს ქეარ კორპორეიშენ“-ია.