ზიდანი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია

ზიდანი თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილიამადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ტოტენჰემთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია.

რეალმა ვერ შეძლო ტოტენჰემის დამარცხება და შეხვედრა 1:1 დასრულდა. მიუხედავად ამისა, ზიდანმა აღნიშნა, რომ მისმა ფეხბურთელებმა მოედანზე თავის კარგად წარმოაჩინეს.

”ჩვენ საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა მეტოქეც კარგად უტევდა და შეეძლო ჩვენი კარის აღება. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა ჩვენთვის გამარჯვება უფრო მისაღები იქნებოდა. უემბლიზე მოსაგებად გავალთ”– განაცხადა ზინედინ ზიდანმა.