ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელესფიფას ყოველწლიურ დაჯილდოებაზე რეალის მწვრთნელი ზინედინ ზიდანი წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს. ეს ჯილდო ზიდანმა დაიმსახურა და არავისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა რომ საუკეთესოდ სწორედ ის დაასახელეს.

ზიდანთან ერთად რეალმა გასულ სეზონში ესპანეთის ჩემპიონატი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, თან ეს ზედიზედ მეორედ გააკეთა. აქამდე მსგავსი რამ არცერთ გუნდს არ ჰქონდა გაკეთებული.

ზიზუმ ჯილდოს მიღების შემდეგ განაცხადა, რომ მისი ასეთი წარმატება დიდწილად ფეხბურთელების დამსახურებაა. ზიდანი გულშემატკივარს კიდევ უფრო მეტ ტიტულს დაპირდა მომავალში.