გაიღიმეთ და მოიგებთ

ნებისმიერ არაკომფორტულ სიტუაციაში გაიღიმეთ. ვთქვათ, გაკრიტიკებენ (გლანძღავენ) დაუმსახურებლად თუ დამსახურებულად. ნუ შეეკამათებით, თავს ნუ გაიმართლებთ, საპასუხოდ თავს ნუ დაესხმებით. უბრალოდ გაიღიმეთ. შეიძლება სულაც უადგილო იყოს, მაგრამ ღიმილი თქვენ შეურაცხმყოფელს განაიარაღებს.

გრძნობთ, გატყუებენ ან თქვენით მანიპულირებას ცდილობენ? მაშინაც გაიღიმეთ. როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ღიმილი ხშირად აჩერებს ადამიანებს, რომლებსაც ბინძური ზრახვები აქვთ.

როდესაც რომელიმე ახლობელს ეჩხუბებით, ასევე გამოიყენეთ ეს ნაცადი ხერხი. მაშინ კომპრომისსა და მშვიდობას უფრო სწრაფად მიაღწევთ. არაგულწრფელი, ნაძალადევი ღიმილიც კი სიამოვნების ჰორმონების გამომუშავების პროვოცირებას ახდენს. ისინი კი დეპრესიისგან იცავს, იმუნიტეტს ამაღლებს.

ვინც სპორტს მისდევს, ეს ოქროს წესი მათთვისაც გამოდგება. ვთქვათ, რაღაც სავარჯიშო უნდა შეასრულოთ, მაგრამ უკვე დაიღალეთ და 3-5 გამეორების შემდეგ გაგრძელება ძალიან გიჭირთ. დაწყებულს თავს ნუ მიანებებთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ და სავარჯიშო დაასრულეთ. ასეით ელემენტარული საშუალება, როგორიც ღიმილია, დამატებით ძალას იძლევა.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018