გერმანულ დაბადების მოწმობაში „მესამე სქესის“ გრაფა გამოჩნდება

გერმანიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაბადების მოწმობაში „მესამე სქესის“ გრაფა გამოჩნდება.

შესაბამისად, თუ მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს, გერმანია გახდება პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ინტერსექსუალებს იდენტიფიკაციისთვის, მდედრობითისა და მამრობითის ნაცვლად, მესამე სქესის არჩევა შეეძლებათ. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გერმანელმა ქალმა მიმართა. ექიმებმა დაადგინეს, რომ ბიოლოგიურად ის არც ერთ სქესს არ მიეკუთვნება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გერმანელმა ქალმა მიმართა. რომლის ქრომოსომების ტესტირევამ აჩვენა, რომ რომ ბიოლოგიურად ის არც ერთ სქესს არ მიეკუთვნება. აქტივისტები, რომლებიც ინტერსექსუალთა უფლებებს მხარს უჭერენ, ამ გადაწყვეტილებას „პატარა რევოლუცია“ უწოდეს.

კარლსრუეს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მთავრობამ გენდერული შესწორება კანონში 2018 წლის ბოლომდე შეიტანოს. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ არსებული სისტემა დისკრიმინაციული ინტერსექსუალების მიმართ.

ინტერსექსუალები არიან ადამიანები, რომლებსაც როგორ მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესის მახასიათებლები აქვთ. გაეროს მონაცემებით, ისინი მსოფლიო მოსახლეობის 1.7%-ს შეადგენენ.

ოფიციალურად ინტერსექსუალები ცალკე გენდერად აღიარებულები არიან ახალ ზელანდიაში, ინდოეთში, ავსტრიაში, ნეპალსა და აშშ-ში, სადაც ინტერსექსუალმა პირველი დაბადების მოწმობა შარშან მიიღო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018