გიორგი გაგნიძე და სხვა საოპერო ვარსკვლავები ბანას მხარდამჭერ საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავენ

5 დეკემბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გრანდიოზული საქველმოქმედო გალა-კონცერტი – „საოპერო ვარსკვლავები ბანასთვის“ გაიმართება.
მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონის გიორგი გაგნიძის ორგანიზებით, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები სამონასტრო-საგანმანათლებლო კულტურული და საზოგადოებრივი ცენტრის – „ახალი ბანას“ მშენებლობისათვის საჭირო სახსრების მოსაძიებლად ერთიანდებიან.
ქართველ მსმენელს ეძლევა შანსი ოპერის სცენაზე, ერთად იხილოს და მოუსმინოს ისეთი ვარსკვლავების შემოქმედებას როგორიცაა – მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, იანო ალიბეგაშვილი, ლადო ათანელი, თამარ ივერი, შალვა მუქერია, ქეთევან ქემოკლიძე, ნანა ქავთარაშვილი, მიხეილ კოლელიშვილი, ზურაბ ზურაბიშვილი, თამთა ტარიელი, ნინო ლეჟავა. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს უდირიჟორებს მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტში ასევე, მონაწილეობას მიიღებს სამების გუნდი. შესრულდება არიები და ანსამბლები ვერდის, ჯორდანოს, პონკიელის, გუნოს, ჩილეას, დონიცეტის, პუჩინისა და ფალიაშვილის ოპერებიდან.საქველმოქმედო საღამოდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება „ახალი ბანას“ მშენებლობას.

აღდგომის სახელობის „ახალი ბანა“-ს სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას 2017 წლის 15 ივლისს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. პროექტის ავტორი სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსი მეუფე სვიმეონია, რომლის ეგიდით აღნიშნული კომპლექსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს. „ახალი ბანას“, საუკუნის პროექტად წოდებულ კომპლექსს საკმაოდ მასშტაბური და მრავალფუნქციური დატვირთვა ექნება, რომლის მიზანიც მომავალი თაობებისათვის „ბანას“ ისტორიული მნიშვნელობის გაცნობა და ეკლესიაში საგანმანათლებლო და კულტურული კერის ჩამოყალიბებაა.
euronews.ge

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018