დეპილაცია უპრობლემოდ!

სამუდამოდ დაივიწყებთ გაპარსვის შემდეგ კანის გაწითლებას და სხვა უსიამოვნებებს, თუ პროცესის დაწყებამდე კანს სკრაბით დაამუშავებთ. ამისთვის საუკეთესო ვარიანტია სუფრის კოვზი ყავის ნალექისა და 1 ჩაის კოვზი მცენარეული ზეთის ნარევი. ის კანის მკვდარ ნაწილაკებს აქერცლავს და კანს დეპილაციისთვის მოამზადებს.

მუწუკები შორს!

როგორ მოიქცეთ, თუ სახეზე მუწუკები გაჩნდა? მთავარია, ანთება და სიწითლე გაანეიტრალოთ. ამ მიზნისთვის გამოდგნება სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის მქონე ყველაზე მარტივი თვალის წვეთები. საკმარისია ცოტა ბამბის ჩხირზე დააწვეთოთ, ორი წუთი საყინულეში მოათავსოთ და შემდეგ მუწუკზე დაიდოთ.

სახის ჯანსაღი ფერი

სახეს მბრწყინავი გარეგნობა უნდა მიანიჭოთ? მოამზადეთ წითელი ყურძნის ნიღაბი. 10 მარცვალი დასრისეთ და 2 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი დაუმატეთ. მიღებული ნარევი კანზე 10-15 წუთი დაიდეთ, შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღბის გამოყენების შემდეგ მაკიაჟი თანაბრად განაწილდება.

სწორად ვიბანთ!

ონკანის წყალი დაბანისთვის საუკეთესო საშუალება არ არის, უმჯობესია, წინასწარ გადადუღებული, დამდგარი წყლით ან გაზიანი მინერალური წყლით ისარგებლოთ. უკანასკნელი მასში არსებული ბუშტულების წყალობით, სისხლის დინებას შესანიწნავად ააქტიურებს და სახის ფერს აუმჯობესებს.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018