დილა კეთილი რომ იყოს

ბიორიტმების მიხედვით “ბუ” ხართ და ბუნებრივია, დილით ადრე ადგომა გიჭირთ. მაშინაც კი, როდესაც უკვე დაიბანეთ, ისაუზმეთ და სამსახურში მიხვედით, გრძნობთ, რომ ტვინი სრულად გამოფხიზლებული არ არის. ეს კი დიდი მინუსია შრომისუნარიანობისა და განწყობისთვის.

თქვენი კარგი დამხმარეა არა ჩაი და ყავა, არამედ აფირმაციები – სიტყვიერი ფორმულები თვითშთაგონებისთვის.

დილით, როდესაც საწოლიდან წამოდგებით, მაღვიძარა გამორთეთ, კარგად გაიზმორეთ და თავს უთხარით: “მსუბუქად ვარ, მხნეობას ვგრძნობ მთელ სხეულში. მხნეობასა და ენერგიას ვგრძნობ, ნათელი გონებით ვდგები”. ყოველი ფრაზა რამდენჯერმე გაიმეორეთ, რათა თვითშთაგონებამ იმუშაოს.

კიდევ ერთი დეტალი – თუ უკვე საღამოდან დაიწყებთ თავის განწყობას იოლად გამოფხიზლებისთვის, ეფექტი გაძლიერდება. ამჯერად, სხვა ფრაზები უნდა წარმოთქვათ: “ღრმა ძილით დავიძინებ, 7 საათის შემდეგ კარგად დავისვენებ და ძალას აღვიდგენ. იოლად გავიღვიძებ და საღ გონებაზე ვიქნები”.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018