იაპონურმა კომპანიამ ბოდიში მოიხადა, რადგან მატარებელი ადგილზე 20 წამით ადრე ჩავიდა

იაპონიაში, სარკინიგზო კომპანიამ “ცუკუბა ექსპრეს” ბოდიში იმის გამო მოიხადა, რომ ერთ-ერთი მატარებელი დანიშნულების ადგილზე დაგეგმილზე 20 წამით ადრე ჩავიდა.დიახ, არ გეჩვენებათ.

„ცუკუბა ექსპრესის“ მენეჯმენტი ოფიციალურ განცხადებაში „გულწრფელ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.“

მატარებელი ტოკიოსა და ცუკუბას აკავშირებს. კომპანიის ცნობით, თანამშრომლის შეცდომის გამო, მატარებელი სადგურიდან, ადგილობრივი დროით 9:44:40 საათის ნაცვლად 9:44:20 საათზე გავიდა და ამიტომაც ჩავიდა 20 წამით ადრე დანიშნულების ადგილზე.

მათივე განცხადებით, მომხდარის გამო, პრეტენზია არც ერთ კლიენტს არ გამოუთქვამს.

სოციალურ მედიაში კომპანიის განცხადებას გაოცებით შეხვდნენ.

ნიუპოსტი

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018