„იცით, რას ნიშნავს ექიმისთვის, ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება?!“ – სასწრაფოს ექიმი თემქაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

თემქაზე ავტოსაგზაო შემთხვევას, 7 და 16 წლის გოგონები ემსხვერპლა. 
მომდარის შესახებ ფეისბუქის გვერდზე წერს სასწრაფოს ექიმი ფიქრია შიომღვდლიშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილას სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად მივიდა.

“დღეს 7 წლის ლიზი გაკვეთილზე ვერ მივიდა ….
ვერც 16 წლის მარიკა მივიდა სკოლაში…

იმიტომ რომ მანქანის მორიგ არასწორ მანევრირებას,გადაჭარბებულ სიჩქარეს და უყურადღებობას თავისი საზღაური აქვს,სიცოცხლით გადასახდელი საზღაური…

არ მიყვარს მძიმე თემებზე წერა,მაგრამ ახლა დავწერ!!! თქვენს გამო,ჩემს გამო,ყველა მშობლის,მძღოლის და მოქალაქის გამო დავწერ,ვინც ამ პოსტს წაიკითხავს….

ჩემი 1000 ფეისბუქ მეგობარიდან ერთი მძღოლი მაინც თუ წარმოიდგენს, რას ნიშნავს ექიმისთვის, ხელებში 7 წლის გოგონა რომ გაკვდება! როცა ხვდები,როგორი უმწეო ხარ ამ პატარა გოგოს დამტვრეული სახის წინაშე, მთელი გზა ყვირი “ჩქარა”, არადა ისედაც არანორმალური მანევრებით ცდილობს მძღოლი დილის საცობებიდან თავის დაღწევას…

კლინიკის ყველა ექიმს შენსავით ეწვება თვალები ცრემლებისგან და ყველა ერთად ცდილობთ პატარა, აზელილი სხეულიდან სიცოცხლე არ გაგეპაროთ…

მერე შენვე გთხოვენ იმ ბავშვის გამწარებული დედის მიხედვას,რომლის შვილის უკანასკნელი ამოსუნთქვები, მის კაბაზე დახატული ყვავილებივით რომ აგროვე და ითვალე…

იცით თქვენს მიერ საჭის ერთ არასწორ მოძრაობას დედამიწაზე სიკვდილი რომ მოაქვს??

ერთ-ერთ ასეთ სიკვდილს დღეს ჩემთვის ლიზი ერქვა.

ულამაზესი,სიფრიფანა,ყვავილებიან- კაბიანი ლიზი…

#გთხოვთ #იარეთ #ნელა !!!!”- წერს სასწრაფოს ექიმი.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018