მანანა ფრუიძე – ”არ მესმის, ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერი რატომაა!”

რამდენიმე წუთის წინ მანანა ფრუიძემ ფეისბუქზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

”ამიხსენით, ვინმემ, მადლიანმა:
ვერანაირად ვერ ვხსნი იმას, “ჩემი მეგობრის მტერი ჩემი მტერია”-ო რომ ამბობენ?
ჩემთვის, პირადად, მეგობრობაში, სიტყვა “მტერი” არ არსებობს (თუ სამშობლოს მტერზეა საუბარი, ეს სხვა საკითხია)…
ადამიანები იშვიათად იღებენ სხვის აზრს, – დარიგებას, მითითებას, კრიტიკას, ხუმრობით ნათქვამსაც კი…
რატომღაც , ყველა მართალია სხვის წინაშე და მერე მოდის გაბრაზება, რისხვა, შეძულება და ერთ დროს უახლოესი და საყვარელი მეგობრები ისე შორდებიან ერთმანეთს, თითქოს მართლა მოსისხლე მტრები იყვნენ…
გაურკვევლობაში მაგდებს ის, რომ , თუ ჩემი ორი საყვარელი მეგობარი ერთმანეთს საკუთარი გაუგებრობის და რაღაც უაზრო პრინციპების გამო აღარ ეკონტაქტებიან, რატომ უნდა გავწყვიტო კავშირი მე, რომელიმე მათგანთან ( ამ შემთხვევაში “მტერთან”)?!
მოკლედ, მე არ შემიძლია ადამიანი უარვყო იმის გამო, რომ მეორე ადამიანს არ მოსწონს ის, ან “მტრად” თვლის!..
სულ ვფიქრობ ამაზე…
იმის გამო, რომ შენ ვერ აგვარებ ურთიერთობას ვინმესთან და კარგავ მას შენი პირადი პრობლემების გამო, მეც რატომ უნდა დავკარგო ის ?!
ამიხსენით, გთხოვთ, რაში ვცდები ამ დროს?!”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018