ოსლოში ქალმა ლატარეაში 35 მილიონი ევრო მოიგო

ოსლოში მცხოვრებმა ქალმა 35 მილიონი ევრო მოიგო და ნორვეგიის ლატარეის “ვიკინგ ლოტოს” ისტორიაში ყველაზე დიდი პრიზის მფლობელი გახდა. როგორც ტელეარხი TV2იუწყება, ქალმა ჯეკპოტის შვიდივე ნომერი გამოიცნო.

“გამარჯვებული ძალიან ბედნიერია. მას არ სჯეროდა, რომ ეს ნამდვილად მოხდა,”- განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

ჯერჯერობით უცნობია ბედნიერი ბილეთის მფლობელის ვინაობა, თუმცა ცნობილია მისი გეგმები. ახალგაზრდა ქალს სურს შეიძინოს ახალი სახლი და ახალი მანქანა, ასევე აპირებს ოჯახის წევრების დახმარებას.

აღსანიშნავია, რომ ადრე ნორვეგიულმა ოჯახმა ლატარეა სამჯერ მოიგო.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018