პომადა დიდხანს გაძლებს

დაივიწყეთ ტუჩების უსასრულო შეღებვა. ამისთვის საჭიროა პომადა დასაწყისშივე სწორად წაისვათ, საზღვრებს რომ არ გადასცდეს, ამაში ტუჩების ფანქარი დაგეხმარებათ. ერთი ფენის წასმის შემდეგ საჭიროა ტუჩები ხელსახოცით დაისველოთ და შემდეგ მეორე ფენა წაისვათ. ბოლოს ბაგეზე ისევ დაიდეთ ერთი ხელსახოცი და ტუჩები მსუბუქად შეპუდრეთ.

“რუმიანას” ნაცვლად

“რუმიანა” დამთავრდა? მის ნაცვლად მოსინჯეთ პომადა, ტუჩების მბრწყინავი საცხი ან ფანქარი. საკმარისია ლოყებზე რამდენიმე წერტილი დასვათ და დატუშოთ. ავარდისფერებული ღაწვები მზადაა.

ბუნებრივი წარბები

გსურთ, წარბები ხშირი და ლამაზი იყოს და ამავე დროს ბუნებრივად გამოიყურებოდეს? ვიზაჟისტები გვირჩევენ თვალის ჩრდილი გამოვიყენოთ. ამ მიზნისთვის შეარჩიეთ მუქი, მაგრამ რბილი ფერი და პატარა ფუნჯით წარბებზე წაისვით. ასეთი მაკიაჟი ბუნებრივად გამოიყურება და ამასთანავე წარბების სილამაზეს ხაზგასმით წარმოაჩენს.

გვირილა სახის დასატენიანებლად

1 მუჭა გვირილის ყვავილებს 1 ჭიქა მდუღარე დაასხით, გააგრილეთ, გაწურეთ. ნაყენის ნახევარს 2 სუფრის კოვზი შვრიის ფანტელი დაუმატეთ. 10-15 წუთი დაელოდეთ, სანამ გაფუვდება. გააგრილეთ, მასა სქელ ფენად სახესა და დეკოლტეს ზონაზე დაიდეთ. 20 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

გვირილის ნაყენისა და შვრიის ფანტელის ნარევი ნიღაბს უნივერსალურად აქცევს. გვირილა ატენიანებს და კანს ამშვიდებს, ხოლო შვრიის ფატელი ასუფთავებს. ნიღბის გამოყენების შემდეგ კანი ნაზი და რბილი ხდება. ამ საშუალების გამოყენება კვირაში 2-4-ჯერ შეიძლება.

ფრჩხილების გათეთრება

ხასხასა ფერის ლაქის ხშირად გამოყენების შემდეგ, დროთა განმავლობაში ფრჩხილის ფირფიტა ყვითლდება. პრობლემის გადაჭრა იოლად შეიძლება – ბამბა ლიმონის წვენში დაასველეთ, თითოეულ ფრჩხილზე დაიდეთ და ფოლგა დააფარეთ. 10 წუთის შემდეგ მოიხსენით და ხელები დაიბანეთ.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018