რატომ უნდა დავლიოთ მწვანე ჩაი

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მწვანე ჩაის ფოთლებში 4-ჯერ მეტი კოფეინია, ვიდრე ყავის მარცვლებში. ფინჯანი ჩაის მოსახარშად 1 ჩაის კოვზ გამხმარ ფოთოლს ვიყენებთ, ხოლო იმავე მოცულობის ყავის სასმელისთვის 2 ჩაის კოვზს დაქუცმაცებულ მარცვალს. გამოდის, კოფეინის რაოდენობა ორივე სასმელში პრაქტიკულად თანაბარია.

გახსოვდეთ შემდეგი:

. მწვანე ჩაი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც კოფეინის შეთვისებას აბრკოლებს, ამიტომ მაღალი წნევის დროს მისი დალევა უშიშრად შეიძლება.

. ასევე მწვანე ჩაი სისხლის დინებას ამაღლებს, სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, რასაც ყავაზე ვერ ვიტყვით. მაშასადამე, ის სისხლის წნევას არეგულირებს.

. მწვანე ჩაი ცუდი ქოლესტერინის დონეს აქვეითებს, სისხლძარღვების მდგომარეობას აუმჯობესებს, რის შედეგად არტერიული წნევა ქვეითდება.

ჟურნალ “სარკისთვის” მოამზადა აზა გაგოშიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018