როგორ აჩუქა ქურდმა გრიშამ თავის მსხვერპლს ბრილიანტის ბეჭდები – ამბავი, რომელიც 80-იანი წლების თბილისში მოხდა

”ერთი ძალიან სახალისო ისტორია გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან და მინდა რომ გაგიზიაროთ:
დეიდაჩემს ერთი თანამშრომელი ქალი ყავდა, რომელთანაც სამსახურის გარდა ახლო მეგობრობაც აკავშირებდა, ზუსტად ამ ქალის ისტორია მინდა გაგიზიაროთ…
ლამარას (თუ არ ვცდები ასე ერქვა), გათხოვება მაინცდამაინც არასოდეს არ უნდოდა, მაგრამ ოცნება ჰქონდა ნიშნობის ბეჭედი (კალიცო) ეტარებინა, ამ ოცნების ასრულებისთვის კი, მოგეხსენაბათ გათხოვება იყო საჭირო და ლამარამაც “გარისკა” ?
მაგრამ ქმარმა კალიცო არ აჩუქა, გულნატკენი ლამარა მალევე გაშორდა ქმარს და მეორედ გათხოვდა, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ისტორია განმეორდა-მეორე ქმარმაც არ აჩუქა ბეჭედი, განაწყენებულმა ქმარს უსაყვედურა, კალიცოს გულისთვის ორჯერ გავთხოვდი და არცერთმა ქმარმა ბეჭედი არ მაღირსეთო, მაშინ მეუღლემ შესთავაზა, მოდი სამსახურში ლატარეა ითამაშე და ფულს რომ აიღებ ბარემ ისეთი შეუკვეთე, შენ როგორიც გინდაო…
მთელი წელი ელოდა ეს ქალი თავის ფულს როდის აიღებდა და ეგრევე ოქრომჭედელთან გავარდა 10 გრამიანი ბაჯაღლოს კალიცოს შესაკვეთად…და აი დადგა დღე როდესაც ლამარამ თავისი ბეჭედი გამოიტანა და სახლისკენ გამოსწია, გახარებული და ბედნიერი სულ ხელზე იყურებოდა, მაგრამ საკუთარ სადარბაზოში შესულს ვიღაცა ტიპი დახვდა, დანა დაადო და ფული და ოქრო მოსთხოვა, ლამარას ფული არ ჰქონდა იმიტომ რომ ოქრომჭედელი გაისტუმრა, ხოლო ოქროდან მხოლოდ კალიცო ეკეთა, გამოიძრო ეს ბეჭედი, მიაწოდა და თან ისტერიული სიცილი აუტყდა.

ქურდი გაშტერდა, შენ ხომ არ გაჟრჟიალებს, მე გქურდავ და შენ რა გაცინებსო… ჰოდა უთხრა ლამარამაც, რაც აცინებდა, ამ ბეჭდის გამო ორჯერ გავთხოვდი და არცერთმა ქმარმა კალიცო არ მაღირსა, მერე მთელი წელი ლატარეას ვთამაშობდი, ფული მოვაგროვე, ოქრომჭედელს შევუკვეთე, დღეს გამოვიტანე, პირველად მეკეთა ხელზე და ეხლა შენ მართმევ, ეტყობა არ მიწერია ამის ტარება და წაიღე, ალალი იყოსო…

კაცი გამოშტერდა, ამხელა ქალაქში ორი ასეთი ** და უვარგისი კაცი სად ნახეო. ? მოგიკვდეს შენ გრიშაო, ჩაიყო ჯიბეში ხელი, ამოიღო ბრილიანტის ბეჭდები იქიდან და ამოარჩიე რომელიც გინდაო, მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, კარგი 2 კარატიანი ბეჭედი უფეშქაშა თავის კალიცოსთან ერთად და უთხრა: ერთი რაღაც მინდა გთხოვო, ქურდი კაცი ვარ, გრიშა მქვია, დღეს აქა ვარ, ხვალე არ ვიცი სად ვიქნები, ჰოდა შენ როცა საშუალება მოგეცემა ხოლმე, ჩემი სადღეგრძელო ყოველთვის დალიეო…
არ არსებობდა სუფრა, ამ ქალს რომ ყოველთვის მისი სადღეგრძელო არ დაელია, ჩემს მესამე და ყველაზე ნაღდ ქმარს-გრიშას გაუმარჯოს სადაც არის, ღმერთო მფარველობა არ მოაკლოვო..არცერთმა ქმარმა კალიცო არ მაღირსა, იმან კალიცოც მომცა და ბრილიანტის ბეჭედიცო?
გარეთ 80-იანი წლები იდგა”,   წერს ამერიკაში მცხოვრები დოდო დევიძე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018